12 ოქტომბერი, 2014

Logical Systems - ახალი ბრენდის და ლოგოს ტესტირება

"ლოჯიქალ სისტემზ კომპანი“ 2007 წლიდან ახორციელებს დაშვების კონტროლის სიტემის, რიგის მართვის სისტემისა და ბარათის ამომცნობის წარმოება/რეალიზებას. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ დაიწყო ე.წ. პლატების წარმოება, რომელსაც იყენებს საკუთარ დანადგარებში. გააჩნია დაშვების კონტროლის და რიგის მართვის სისტემის საკუთარი პროგრამული უზრუნველოფა, რომელიც კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქციას ქართულ ბაზარზე. 

თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა მომზადდა რამოდენი ლოგო და სახელწოდება, რომელთა ტესტირება მოხდა ფოკუს-ჯგუფებზე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი შერეული ფოკუს-ჯგუფი და მომზადდა კვლევის ანგარიში.