1 ივნისი, 2015

ბავშვთა უფლებები საქართველოში - სოციოლოგიური გამოკითხვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხვის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის დონის დადგენა და კონკრეტული პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა. კვლევა 2015 წლის 1-2 ივნისის პერიოდში ჩატარდა და სულ 374 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიკითხა.

კვლევის ინსტრუმენტები შემუშავდა და ანალიზი მომზადდა PRCG-ის მიერ. საველე სამუშაობი პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში „თბილისის ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრებმა განახორციელეს.